“ევროპული საქართველოს” წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში “თი ბი სი” ბანკის ირგვლივ არსებულ სიტუაციას ეხმაურება.
“ფაქტია, პროკურატურა დამალობანას თამაშობს და პროსახელისუფლებო მედია საშუალებებით გვამცნობს ამბებს.
ფაქტია, მამუკა ხაზარაძეს ივანიშვილი პერსონალურად დაემუქრა. ამდენად, კონტექსტი ამძიმებს 2008 წლის საქმის მიმართ სანდოობას.
ფაქტია, ამ განცხადებამდე მამუკა ხაზარაძე ცდილობდა ივანიშვილთან ურთიერთობის არაფორმალურად დალაგებას.
ფაქტია ეს არ გამოვიდა.
ფაქტია რომ ბიზნესი თავისუფლად არ/აღარ სუნთქავს.
ფაქტი არაა, მაგრამ მაინც ფაქტია, რომ პოლიტიკაში ნამატი გვექნება.
ფაქტია, (მათ შორის წარსული შეცდომების გათვალისწინებით) “ევროპული საქართველო” ერთადერთი პარტიაა, ვისაც არსებითად ესმის რა არის ბიზნესის და ეკონომიკის თავისუფლება ქვეყნისთვის
სხვა ყველაფერი ამ ეტაპზე სპეკულაციაა”, – წერს უგულავა.
შეგახსენებთ, რომ გენერალური პროკურატურა TBC ბანკის დოკუმენტებს სწავლობს.
ამ ფაქტთან დაკავშირებით კი ბანკმა განცხადება გაავრცელა.

