მთავარი

“ის სასულიერო პირი, ვინც უკრაინის ავტოკეფალიას არ ემხრობა, არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი”

“უკრაინის ეკლესიის მიერ ავტოკეფალიის მოპოვება არ არის მხოლოდ რელიგიური მოვლენა.

უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობით უდიდეს დარტყმას იღებს რუსული პოლიტიკური ( სახელმწიფოსთან შეზრდილი) და იდეოლოგიზებული მართლმადიდებლობა, რომელსაც რუსეთი იყენებს სხვა ქვეყნებზე ზეგავლენის მოსახდენად, მის პოლიტიკურ ორბიტაზე მოსაქცევად.

რუსეთი ( საერო და სასულიერო) ეწინააღმდეგება რა უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობას, იბრძვის საკუთარი გავლენის სფეროების შესანარჩუნებლად.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიისათვის ბრძოლა არის უკრაინელი ხალხის თავისუფლებისათვის ბრძოლის ნაწილი. ეს ბრძოლა დღესაც გრძელდება და ქართული სახელმწიფოს და ეკლესიის ვალია იდგეს იქ, სადაც არის ისტორიული სიმართლე.

გადაწყვეტილების მიმღები ყველა ქართველი სასულიერო პირი, ვინც უკრაინის ავტოკეფალიას არ ემხრობა, არის რუსეთის ინტერესების გამტარებელი და საქართველოს ეროვნული ინტერესების მოწინააღმდეგე” – წერს რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში.

იტვირთბა....