ქუთაისსში, წყალტუბოს რაიონის სოფელ ცხუნკუნში საავადმყოფოდან ოჯახებს სხვისი მიცვალებული გაატანეს, რომელიც სულაბერიძეების ოჯახმა მხოლოდ დაკრძალვის დღეს აღმოაჩინა.
როგორც გაირკვა, ცხედარი ხარაგაულის რაიონის სოფელ საქასრიაში იყო გადასვენებული და ის სხვა ოჯახმა, როგორც საკუთარი მიცვალებული – ისე დაკრძალა.
გარკვევის შემდეგ ცხედარი სოფელ ცხუნკურში გადაასვენეს. მერაბ სულაბერიძე საავადმყოფოს წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შეტანას აპირებს. იმერეთში მსგავსი ფაქტი ადრეც მოხდა