ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პრეზიდენტმა, გიგა ოთხოზორიას ოჯახს “სამოქალაქო თავდადებისათვის” მედალი გადასცა

სალომე ზურაბიშვლმა, ზუგდიდში სტუმრობისას  გიგა ოთხოზორიას ოჯახს „სამოქალაქო თავდადებისათვის“ მედალი გადასცა. ზურაბიშვილი  „პრეზიდენტის ნაძვის ხის“ ღონისძიებაზე გიგა ოთხოზორიას შვილებთან ერთად მივიდა.

„ეს არის მხიარული დღე, შობის წინა დღესასწაული, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ სად ვართ, ამიტომ აქ მოვედი გიგა ოთხოზორიას ბავშვებთან ერთად და დღეს გადავეცი სამოქალაქო თავდადების მედალი, სახსოვრად იმისი, რომ ქვეყანას არ ავიწყდება თავისი გმირები. თავდადება ეს არის ის, რაც ქმნის ამ ქვეყანას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....