“შეძლება მარტივად ითქვას, რომ ეს არის თაობებს შორის ბრძოლა”, თუმცა თაობებში იგულისხმება არა ასაკობრივი ცენზი, არამედ „ქართული ოცნების“ პირველი, 2012 წლის დეპუტაცია, რომლებიც მონაწილეობდნენ პარტიის დაფუძნებაშიც და პარლამენტშიც შევიდნენ და მეორე თაობა, რომელიც 2016 წლის პარლამენტიდან შეუერთდა ქართულ ოცნებას”, – ასე აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე “ქართულ ოცნებაში” მიმდინარე მოვლენებს.
როგორც მან “მეტრონომთან” საუბრისას განმარტა, საქმე გვაქვს მოპოვებული გავლენების შენარჩუნებისთვის და ახალი გავლენების მოპოვებისთვის ბრძოლასთან. მისივე თქმით, მართალია, ბრძოლა გამწვავდა და ზედაპირზე მოსამართლეებთან დაკავშირებულ საკითხზე დაპირისპირებით ამოვიდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ბრძოლა ახლა დაიწყო.
მეტრონომი: რამდენად მაღალია იმის ალბათობა, რომ ეკა ბესელიამ დატოვოს ფრაქცია “ქართული ოცნება” და გედევან ფოფხაძესთან, დავით ჭიჭინაძესთან, ლევან გოგიჩაიშვილთან და სხვებთან ერთად შექმნას ახალი ფრაქცია?
ხათუნა ლაგაზიძე: ეს დამოკიდებული იქნება ბევრ ფაქტორზე, მეეჭვება, რომ ამ ხალხმა უკან დაიხიოს მოსამართლეების საკითხთან დაკავშირებით. თუმცა ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე, რამდენად მნიშვნელოვანია კობახიძისთვის და მისი ფრთისთვის მოსამართლეთა 10 კაციანი სიის გაყვანა და რამდენად პრინციპულად მნიშვნელოვანია ბესელიასთვის, გოგიჩაიშვილისთვის და მათ მხარეს მყოფთათვის იმ პოზიციის დაცვა, რომ ისინი არ ემხრობიან ამ მოსამართლეთა გაყვანას. ეს გადაწყვეტს, დღეს გაიხლიჩება “ქართული ოცნება” თუ ხვალ. საბოლოო ჯამში, ყველაფერი იზომება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებით, იმიტომ რომ ამ შემადგენლობით “ქართული ოცნების“ დეპუტაცია 2020-ში წარდგენილი ვერ იქნება, უბრალოდ, ყველას ადგილი ამ სიაში არ დარჩება. ამიტომაც, ამ გუნდების ბრძოლა ხვალ და ზეგ კიდევ უფრო გამწვავდება. რეალურად ჩვენ ვუყურებთ 2020-ის საპარლამენტო სიისთვის ბრძოლის საწყის ეტაპს. მოსამართლეების საკითხმა ბრძოლა ზედაპირზე ამოიტანა, თუმცა ამით არ დამთავრდება, თუნდაც ამ საკითხზე მორიგება მოახერხონ.
-რამდენად გამართლებულია ბიძინა ივანიშვილის პოზიცია?
-რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ყველაზე მნიშვნელოვანია. გუშინდელი გადაწყვეტილებით თითქოს ჩანს, რომ ბესელია, ფოფხაძე და ძველი თაობა გაიწია გვერდზე, თუ ეს გაწევა გაფორმდა, გამოდის , რომ „ოცნების” შიგნით რჩება ერთადერთი ძლიერი ფრთა, კობახიძის საპარლამენტო დეპუტაციის სახით, რომლის მძევალიც, ფაქტობრივად, ხდება ბიძინა ივანიშვილი. ეს მის სტილს არ ახასიათებს, რადგან ის ყოველთვის ცდილობდა, რომ “ქართულ ოცნებაში” არსებულ სხვადასხვა გუნდებს შორის ბალანსის პოლიტიკისთვის დაეჭირა მხარი. თუ ძველმა თაობამ მართლაც გაიწია გვერდზე, ივანიშვილი რჩება ამ ახალი თაობის მძევალი. თ უ მცა ბიძინა ივანიშვილის მძევლად აყვანა, ძნელად წარმოსადგენია, ამიტომაც მე ვფიქრობ, რომ მისი მხრიდან მრავალკომბინაციან სვლასთან გვაქვს საქმე. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს პირობითად „ახალი თაობა“ პროგრესთან კი არ ა, რ ეგრ ესთ ან ასო ცირ დ ება. ასე რომ იყოს, პარტიის შიგნით ბუნებრივ ცვლასთან გვექნებოდა საქმე. როცა ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში მან მაშინვე თქვა, რომ ქართულ ოცნებაში იყო დაწყებული რღვევის პროცესი და ამ პროცესის შეჩერება იყო ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, მისი გამოსვლის. მაგრამ, როგორც ჩანს, რღვევა მაინც არ შეჩერდა და მოსამართლეების თემა ამ პროცესების გაღრმავების დეტონატორი აღმოჩნდა.
-დგას თუ არა პარტიის დაშლის საფრთხე?
-მე მაინც მგონია, რომ მომსწრენი ვართ პოზიციური ბრძოლის “ქართული ოცნების” შიგნით და ბიძინა ივანიშვილი არის უფრო დამკვირვებლის პოზიციაში და ამ პოზიციური ბრძოლის შედეგი იქნება ის, რომ ირაკლი კობახიძეს მიეკეროს ოდიოზურ, დამნაშავე მოსამართლეთა 10 კაციანი სიის მთავარი ლობისტის ლობისტის კლიშე. ამ კლიშემ შეიძლება განსაზღვროს მისი მომავალი პოლიტიკური ბედი: ის საუბრები რასაც ვისმენთ ბოლო 1 თვეა, რომ შესაძლოა კობახიძე ჩამოაშორონ როგორც პარტიაში წამყვან პოზიციას, ასევე პარლამენტის თავმჯდომარეობას, მისი ოდიოზურ მოსამართლეთა მთავარი დამცველად ქცევის შემთხვევაში, იოლად შეიძლება რეალობად იქცეს. მას ვეღარ ექნება იმის შესაძლებლობაც, რომ პრეტენზია განაცხადოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობაზე. არადა, სწორედ კობახიძის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობა არნახულად გააძლიერებდა მის კლანს პარლამნეტშიც და მომავალ ხელისუფლებაშიც. ამდენად, „ქართული ოცნების“ ძველი თაობა ეცდება, რომ კობახიძის მაქსიმალური დისკრედიტაცია მოახდინოს, როგორც სააკაშვილის ხელისუფლების დამნაშავე მოსამართლეების ლობისტის, რასაც თავად კობახიძემ შეუწყო ხელი, როცა იუსტიციის საბჭოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრის შემდეგ მურუსიძე დაიცვა. ასე რომ, გადაჭრით ვერ ვიტყვით, რომ კობახიძე ამ ეტაპზე გამარჯვებულია, უფრო პირიქით, ის სეიროზული გამოწვევების წინაშე დგას.
– თუ ეკა ბესელია და პარტიის მისი მხარეს მდგომი წევრები დატოვებენ “ქართულ ოცნებას”, რამდენად მომგებიანი იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის ახალი, ოპოზიციური ძალიას გაჩენა?
-ძალიან მძიმე პროცესები მიდის „ოცნებაში“ და ამ ორგანიზმის ერთ ოჯახად შენარჩუნება გაჭირდება, თუმცა ივანიშვილი წაუგებელ თამაშს თამაშობს. თუ ეს არის „ოცნების“ იმიჯდაკარგული პერსონებისგან გათავისუფლება, ეს მომგებიანია მისთვისაც და “ოცნებისთვისაც”. პრეზიდენტის არჩევის შემდეგ მან თქვა, რომ ხალხმა არჩევანი გააკეთა და ახლა მისი დაპირებების შესრულების დროა. შეიძლება სწორედ ამას ვუყურებთ, “ოცნება” გაიწმინდოს იმიჯგატეხილი პერსონებისგან. თუ ამ პროცესში „ოცნება“ ფრაქციებად დაიშლება, ესეც არაა პრობლემა ბიძინა ივანიშვილისთვის, იმიტომ რომ “ოცნების“ სხვადასხვა ჯგუფებს შორს წასასვლელი ივანიშვილის გარეშე არ აქვთ, რადგან არ აქვთ დამოუკიდებელი არც პოლიტიკური და არც ფინანსური პერსპექტივა, ამიტომაც, მუდმივად მისკენ მაყურებლებად დარჩებიან. ამიტომაც, ბიძინა ივანიშვილი შეიძლება დათანახმდეს „ოცნების“ დაავადებული სხეულის დაშლას და პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე ერთი „ოცნების“ ნაცვლად რამდენიმე „ფიგურით“ ითამაშოს.
ესაუბრა თამთა ქარქაშაძე