ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ბესელიას გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება გასული წლის აგვისტოში ჰქონდა შეთანხმებული” – ქუცნაშვილი

ქართული ოცნების ოფისსში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ბესელიას მასთან გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება გასული წლის აგვისტოს თვეში ჰქონდა შეთანხმებული:

„როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრძანა, მას ეკასთან ეს საკითხი შეთანხმებული ჰქონდა ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში, გადადგომის თაობაზე გადაწყვეტილება. ეკა არ ესწრებოდა დღევანდელ სხდომას, ამიტომ ყველამ ერთხმად მოვითხოვეთ, რომ ეკას თანდასწრებით განხილულიყო ეს საკითხი, მაგრამ როგორც აღვნიშნე, პარლამენტის თავმჯდომარემ ღიად, საჯაროდ ბრძანა, რომ ეს საკითხი მასთან შეთანხმებული იყო ჯერ კიდევ აგვისტოს თვეში“, – განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, “ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში დღეს ფრაქციის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდ

იტვირთბა....