მსახიობის, გიორგი გიორგანაშვილის დედა სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება.
ნანა ჩხიკვიშვილის თქმით, სასამართლოსგან ლოგიკურს არაფერს ელოდა, რადგან 2 წელია ამ სისტემის იმედი დაკარგა.
„უფალი სუფევს, ყველაფერს ხედავს და ყველაფერი თავის ადგილზე გამოჩნდება, ეს არის ჩემი სათქმელი… მე და გიორგის ამ ქვეყნის, ამ სისტემის, ამ სივრცის იმედი უკვე 2 წელია დაკარგული გვაქვს. ჩემი გიორგი იბრძვის და მე ხელებჩამოყრილი, გაოგნებული დედა ვარ, ხელმოცარული დედა მთელი საქართველოს წინაშე გამომიცხადეს, იმის გამო რომ საზოგადოება მხარს უჭერდა ჩემს შვილს, იმ ორი პოლიციელის ჩადებული აბების გამო, მაშინვე აგვაფარეს სახეზე ხმამაღლა გამოცხადებული „ორგანიზებული ჯგუფის“ საქმე, გიორგი საქვეყნოდ დამნაშავედ გამოაცხადეს. ტაძარში რომ მივედი მეორე დილას, ყველას სულელი ვეგონე, რადგან გამოვჩნდი და არ დავიმალე, რომ მივედი მაინც უფალთან და რომ ვევედრებოდი, ყველაფერი თავის ადგილას დააყენე-მეთქი. უფლის იმედით ვიყავი, მაგრამ ლოგიკურს არაფერს ველოდი. ვაშა ამ მოსამართლის სიმამაცეს, რომ ამ სისტემის ბრჭყალებიდან ამოცურა და მაინც თავისი გააკეთა“, – განაცხადა ნანა ჩხიკვიშვილმა
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლომ მსახიობი ბახალა უდანაშაულოდ ცნო.