ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ოთარ კახიძე: გასაკვირი, რომ ეკა ბესელია რაღაცებზე ალაპარაკებით იმუქრება

„ევროპული საქართველოს“ წევრის ოთარ კახიძის განცხადებით, ეკა ბესელიას წასვლა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან მოსამართლეების საკითხს არ უკავშირდება,

როგორც კახიძემ აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია შეთანხმებული იყო უშუალოდ ბიძინა ივანიშვილთან.

„რაც შეეხება ე.წ. დაპირისპირებას, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც სასამართლოს თემაზე ერთმანეთს ეკინკლავებიან, ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების სია შეთანხმებული იყო უშუალოდ ივანიშვილთან. მურუსიძესთან კონტრაქტი გააფორმა ივანიშვილმა და ამ პირების დამტკიცებაც ივანიშვილის სურვილი იყო, ამიტომ თუ დაპირისპირებაზე ფიქრობენ, იმის ვაჟკაცობა უნდა ეყოთ, რომ ივანიშვილს დაუპირისპირდნენ. ეკა ბესელიას წასვლა კომიტეტის თავმჯდომარის პოსტიდან არანაირ კავშირში არ არის სასამართლოს საკითხთან. ესეც ივანიშვილის სურვილია, რომელსაც ქალბატონმა ეკამ პოლიტიკური დივიდენდების მისაღებად სასამართლოს საკითხი მიაბა და საზოგადოებას ეს პრინციპულ ნაბიჯად შემოასაღა. სინამდვილეში ივანიშვილმა უთხრა მას, რომ ის უნდა წასულიყო. ეს პარტიის თავმჯდომარის გადაწყვეტილება იყო. „ქართული ოცნება“ არ არის ღირებულებების გარშემო გაერთიანებული პირთა ჯგუფი. ეს არის ივანიშვილის ირგვლივ გაერთიანებული ჯგუფი, რომელსაც ამოძრავებს მხოლოდ ძალაუფლება და რაღაც დოზით წინა ხელისუფლების სიძულვილი. სხვა პოზიტიური დღის წესრიგი ან იდეოლოგია ამ ადამიანებს არ გააჩნიათ. შესაბამისად, ბუნებრივია, რომ ისინი ერთმანეთზე ასე საუბრობენ.

გასაკვირი, რომ ეკა ბესელია რაღაცებზე ალაპარაკებით იმუქრება.

მათი მმართველობის განმავლობაში იმდენი პრობლემა დაგროვდა. იმდენი ცუდი საქმე, კორუფციული შემთხვევები, ძალაუფლების ბოროტად გამოყენების შემთხვევები დაგროვდა, რომ ამით აშანტაჟებენ ერთმანეთს. ამ შანტაჟზე, ივანიშვილის ფულზე, ოპონენტების სიძულვილზე – ამ არაჯანსაღ კომპონენტებზე დგას ეს ხელისუფლება. შესაბამისად, არანაირი მომავალი მათ არ აქვთ“, – განაცხადა კახიძემ.

იტვირთბა....