სააპელაციო სასამართლოში უვადოდ არჩეულმა მოსამართლემ, ლევან მურუსიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსის“ ეთერში განაცხადა, რომ სასანართლო სისტემაში აქვს ავტორიტეტი და კეთილსინდისიერება.
„მე დღეს შევეცადე, რომ ყველა კითხვას, რომელიც დამისვა ქალბატონმა ნაზი ჯანეზაშვილმა, ასევე ქალბატონმა ანა დოლიძემ, გავეცი დამაჯერებელი პასუხი. საბჭოს სხდომაზე მე გამოვხატე პატივისცემა არამოსამართლე წევრების მიმართ. მე მათთვის არასწორი სიტყვები არ მიკადრებია. სასამართლო სისტემაში მე მაქვს ჩემი ავტორიტეტი, ვარ კეთილსინდისიერი და ვფიქრობ, რომ უფრო კარგი იქნება, თუ ჩვენ და ქალბატონი ნაზიც, იმის ნაცვლად, რომ ერთმანეთს პიროვნული შეურაცხყოფები მივაყენოთ, დავსხდეთ და საგნობრივად ვისაუბროთ იმ თემებზე, რაც წაადგება სასამართლოს. რადგან დავინიშნე, უნდა ვივარაუდოთ, რომ საბჭოს წევრები მიიჩნევენ, რომ ლევან მურუსიძე არის როგორც კომპეტენტური, ასევე კეთილსინდისიერი“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
შეგახსენებთ, მოსამართლე ლევან მურუსიძე თბილისის სააპელაციო სასამართლოში უვადოდ განწესდა. კენჭისყრის შედეგად მან მოსამართეთა 11 ხმა მოიპივა. ერთი ხმა გაბათილდა, ხოლო ორი წინააღმდეგ წავიდა.