“მე არ ვარ ისტორიაში პირველი შემთხვევა, ვისაც უსამართლოდ ჩაგრავენ”, – ამის შესახებ მოსამართლე ლევან მურუსიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
„ჩემ შესახებ მას შემდეგ დაიწყეს ლაპარაკი, როცა სასამართლოს ლიდერად ჩამოვყალიბდი, რომელსაც სურდა სასამართლოს კონტინგენტის შენარჩუნება, რომ მოსამართლეები დროზე ადრე არ გაეშვათ. მე ვიყავი ამის პრინციპული წინააღმდეგი. მურუსიძე პრობლემა გახდა მაშინ, როცა სასამართლოს რეალურ ლიდერად ჩამოყალიბდა“, – განაცხადა ლევან მურუსიძემ.
დღეს საქართველოს იუსტიციის საბჭოს წევრებთან გასაუბრებაზე ლევან მურუსიძეს უსმენენ.