ადგილობრივ სახელისუფლებო მედიასთან დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი აცხადებს, რომ საქაართველოსთან ურთიერთობების აღდგენაზე საუბარი ზედმეტია მანამ, სანამ ოფიციალური თბილისი ბოდიშს არ მოიხდის.
მისი თქმით, კიდევ ერთი აუცილებელი მოთხოვნა სამომავლო ურთიერთობების დასამყარებლად დე ფაქტო სახელმწიფოს დამოუკიდებლად აღიარებაა.
მისივე თქმით, ძალიან გააქტიურდა, საქართველოს მოსახლეობა კი პროვოკაციებს აწყობს.
მას შემდეგ, რაც კონფლიქტისპირა სოფელ ატოცში საოკუპაციო ძალებმა ე.წ საზღვრის გავლება დაიწყეს სამოქალაქო აქტივისტებმა არაერთი აქცია გამართეს. ანტიოკუპაციური მოძრაობა ძალა ერთობაშიას წევრები კი ადგილზე პატრულირებენ.
რამდენიმე თვის წინ პოლიტიკურმა პარტია გირჩმა და მოძრაობა რუსეთი ოკუპანტიამ სოფელ ატოცში აქცია გამართა. გირჩის ლიდერის, ზურა ჯაფარიძის ინიციატივით აქტივისტებმა ე.წ საზღვარს მიღმა მყოფ პირებს უკანალი მიუშვირეს და ოკუპაცია ამ ფორმით გააპროტესტეს.