ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ანა დოლიძემ შესაძლოა, მთაწმინდის ოლქის მაჟორიტარ დეპუტატად კენჭი იყაროს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე არ გამორიცხავს, რომ მთაწმინდის ოლქშიმაჟორიტარ დეპუტატად კენჭი იყაროს.

„რა თქმა უნდა, არაფერს გამოვრიცხავ იმ მიზნების მისაღწევად, რა მიზნებისთვისაც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვარ. თუ აღმოჩნება, რომ ბეტონის კედელს ვურტყამ თავს და ცვლილებების პრესპექტივა არ არის, არავითარ საშუალებას არ გამოვრიცხავ. ეს იქნება საზოგადოებრივი მოღვაწეობა, წერა, თუ სხვა ათასი საშუალება, ნადვილად არ გამოვრიცხავ“, – განუცხადა ანა დოლიძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ მთაწმინის ოქლის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იყო. ამიტომაც, ამ ოლქში მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნები თავიდან უნდა ჩატარდეს.

იტვირთბა....