ახალი ამბები მთავარი სამართალი

პროკურატურამ საარჩევნო დოკუმენტების შესაძლო გაყალბების ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურისთვის კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მხრიდან სავარაუდო ბიულეტენების ხელმოწერებით დამოწმების და საარჩევნო ყუთებში მოთავსებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.

საარჩევნო უბნებზე დარღვევების შესახებ განცხადებით გენერალურ პროკურატურას 24 დეკემბერს „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ მიმართა.

„განცხადებაში დასახელებული გარემოებების შესწავლის შემდეგ, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე და 164 (ტერცია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბებას და არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ბიულეტენების განზრახ გაყალბებას გულისხმობს“, – აცხადებენ გენერალურ პროკურატურაში.

იტვირთბა....