თბილისში, ქვემო ფონიჭალაში მამაკაცი მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას 1tv.ge ავრცელებს.
ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.
როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.
უწყების ცნობით, სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა დადგენილია და მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.