ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ კილაძემ „ევროპული საქართველოს“ წევრს სერგო რატიანს კომიტეტის სხდომაზე, სადაც დეპუტატ ემზარ კვიციანის საკანონმდებლო ინიციატივას იხილავენ, განაცხადა რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში ინგრეოდა ეკლესიები და ახლა ამტკიცებთ, რომ მაშნ უკეთესი იყო რელიგიის თავსუფლება ვიდრე ახლა.
„ბუნებრივია, მე არ ვამბობ, რომ ჩვენ იდეალურ მდგომარეობაში ვართ და ამ კუთხით იდეალური სიტუაცია გვაქვს. ჯერ ერთი, სახალხო დამცველის ანგარიში რომ რაღაცას ამბობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჭეშმარიტებაა. ტყუილია, რომ ჩვენ დავთანხმდებოდით სახალხო დამცველს, რომ რელიგიის თავისუფლება ახლა უფრო ცუდ მდგომარეობაშია, ვიდრე აქამდე. არ გვინდა, ამ 9 წელზე ლაპარაკი, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, მე კარგად მახსოვს ის კადრები, ეკლესიებს რომ ანგრევდნენ და მათ შორის თქვენი ხელისუფლება როგორ ექცეოდა დედა ეკლესიას, ესეც ძალიან კარგად მახსოვს“, – განაცხადა კილაძემ.
შეგახსენებთ, ემზარ კვიციანის ინიციატიავა საქართველოში ჩადრით სიარულის აკრძალვას ეხება. აღნიშნულთან დაკავშირებით, სერგო რატიანმა საწინააღმდეგო მოსაზრება გამოთქვა და არგუმენტად სახალხო დამცველის ანგარიში მოიყვანა, სადაც, მისი თქმით, აღნიშნულია, რომ 2012 წლის შემდეგ, საქართველოში რელიგიის თავისუფლების კუთხით მდგომარეობა გაუარესდა.