aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“მადლობა იმ ფასდაუდებელი მოღვაწეობისთვის, რაც ჩვენი ერის წინაშე გაქვთ” – ბახტაძე პატრიარქს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ მცხეთაში, სვეტიცხოვლის ტაძარში, სადაც სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვა აღევლინა, განაცხადა რომ ძლიერი ქართული ეკლესია, ძლიერი ქართული სახელმწიფოს საწინდარია.

„თქვენო უწმინდესობავ, დიდი მოწიწებით მსურს, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დიდი მოწიწებით მსურს, გადაგიხადოთ მადლობა იმ ფასდაუდებელი და მუხლჩაუხრელი მოღვაწეობისთვის, იმისთის, რაც თქვენ გაქვთ ჩვენი ერის წინაშე. ბოლო 41 წლის განმავლობაში საქართველოში აღდგა, პირველადი სახე დაიბრუნა და აშენდა უამრავი ეკლესია-მონასტერი. ჩვენს ისტორიას ბოლო ათწლეულების განმავლობაში არ ახსოვს ასეთი აღმშენებლობის პერიოდი. ჩვენი ქვეყანა იდგა მრავალი ხიფათისა და განსაცდელის წინაშე, თქვენი პირადი მოღვაწეობით ააცილეთ ჩვენს სამშობლოს ბევრი ასეთი განსაცდელი. თქვენ ქადაგებაზე, შემწყნარებლობაზე, სამშობლოს სიყვარულზე, შრომის სიყვარულზე და განათლებაზე არის სწორედ ის, რაც ასე ძალიან სჭირდება ქართველ ერს. მე კიდევ ერთხელ მსურს, მადლობა გადაგიხადოთ ყველაფერი ამისთვის და გისურვოთ მრავალჟამიერი ქართველი ერისა და ქვეყნის სასიკეთოდ. ძლიერი ქართული ეკლესია ნიშნავს ძლიერ ქართულ სახელმწიფოს, ხოლო ძლიერი სახელმწიფო ნიშნავს ძლიერ ქართულ ეკლესიას. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან 41 წელი შესრულდა. ილია მეორე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად 44 წლის ასაკში, 1977 წელს გამართულ მე-12 საეკლესიო კრებაზე აირჩიეს. მისი ინტრონიზაცია ამავე წლის 25 დეკემბერს სვეტიცხოველში მოხდა.

პატრიარქის  აღსაყდრების 41-ე წლისთავთან დაკავშირებით საზეიმო წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც ესწრებოდა.

 

იტვირთბა....