ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“საკითხავია, აშშ-ს ან ისრაელის მხრიდან ზეწოლის შედეგი ხომ არ არის, ირანის მოქალაქეების საქართველოში არშემოშვება”

“დასათვლელია, რამდენი ფული შემოდის ირანელი ტურისტებისგან და რამდენი ინვესტიცია შემოდის ირანიდან”, – ამის შესახებ საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის დამფუძნებელმა, თორნიკე შარაშენიძემ “მეტრონომის” შეკითხვის, თუ ირანი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის პირობებს გადახედავს, რომელი ქვეყნისთვის უფრო დამაზიანებელი იქნება,  საპასუხოდ განაცხადა.

ექსპერტის თქმით, გასარკვევია, ხომ არ არის საქართველოს მხრიდან ირანელი ტურისტების არ შემოშვების მიზეზი, ისრაელის ან ამერიკის მხრიდან ზეწოლა.

“დასათვლელია, რამდენი ფული შემოდის ირანელი ტურისტებისგან და რამდენი ინვესტიცია შემოდის ირანიდან. გარდა ამისა, უნდა ვიკითხოთ, ეს ზეწოლის შედეგი ხომ არ არის, ამერიკის ან ისრაელის მხრიდან, უნდა გავარკვიოთ მიზეზები და შემდეგ შეგვიძლია, ვისაუბროთ შედეგებზე. მარტო პოლიტიკაზე ხომ არ არის საქმე, როგორც ჩანს, სხვა მომენტებიც არის”, – განაცხადა შარაშენიძემ.

ცნობისთვის, ირანის პარლამენტის წევრმა, განაცხადა, რომ ირანმა, შესაძლოა, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმებას გადახედოს.

მანამდე კი საქართველოში ირანის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, სეიედ ჯავად ყავამ შაჰიდმა აღნიშნა, რომ ირანის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმისთვის ორგანიზებული ხასიათის მიცემა, შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს.

რაც შეეხება ქართული მხარის პოიზიციას, საქართველოს ელჩი, იოსებ ჩახვაშვილი ირანში არ მიიჩნევს, რომ ირანის იმ მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის სტატისტიკა მნიშვნელოვნად არ გაზრდილა, თუმცა, მისივე თქმით, არის გარკვეული ხარვეზები, რომლებიც ორმხრივ ფორმატში მოლაპარაკებების შედეგად აღმოიფხვრება.

იტვირთბა....