livepress.ge-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მესტიის მერიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრში განიხილავენ იდეას, ქელეხის მენიუს განსაზღვრის თაობაზე.
ქელეხის სუფრისთვის შვიდი სახეობის კერძი უნდა მომზადდეს. ესენია – კორკოტი, თევზი, ამოლესილი ლობიო, კერკაჟი ლობიო, მწნილი, ფლავი, კომბოსტოს, ჭარხლის, ან ისპანახის ფხალი და პური. სასმელად ღვინო და გაზიანი სასმელი. ასეთივე მენიუ უნდა იყოს გასვენებამდელ “ნაფაანუნს” – სუფრაზე.
ინიციატივის თანახმად, ორმოცსა და წლისთავზე მარხვისას იმავე კერძებით უნდა გააწყონ სუფრა, ხოლო ხსნილის დროს – ხორცი, კუბდარი, ხაჭაპური, თაშმჯაბი, კვერცხი და კარზი, ტოლმა და ნამცხვარი, პური, დასალევად კი ღვინო და გაზიანი სასმელები. დადგენილება მოიწონა მესტიის ძირძველი გვარების თემთა საბჭომ. ქელეხის სუფრის გაწყობის წესი სავალდებულო არ არის.