პარლამენტის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ, შინაგან სამქეთა მინისტრს გიორგი გახარიას მიმართა და განაცხადა, რომ უმრავლესობა ისე ცდილობს წარმოჩენას, რომ თითქოს დღეს ღვრიან ნიანგის ცრემლებს, როდესაც თავად აფარებდნენ ხელს დამნაშავეებს და ხელს უშლიდნენ დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნაში.
„ეს ადამიანები იყვნენ წინააღმდეგნი, რომ ნათელი მოჰფენოდა მთელ ამ დანაშაულებებს. ახლა კი დგანან და შეკითხვებს გისვამენ ნაღვლიანი სახეებით. თუმცა, ერთი შეკითხვის დასმა მაინც ვერ გაბედეს: ბატონო გიორგი, როგორ ხსნით იმას, რომ ამ არჩევნებში პოლიცია და პატრული, პირადად ჩემს საარჩევნო უბანში იდგა ქუჩის წვრილფეხა კრიმინალებთან ერთად და მსხვილფეხა კრიმინალებთან ერთად, ქურდებთან და მოქურდო ელემენტებთან ერთად მართავდნენ ქვეყანაში საარჩევნო პროცესს. გრცხვენიათ თუ არა იმის გამო, რომ შელახეთ პოლიციელის მუნდირი?“, – მიმართა გოცირიძემ გახარიას.
შეგახსენებთ, რომ დღეს პარლამენტში შინაგან საქმეთა მინისტრს გიორგი გახარიას უსმენენ.