ზვიად გამსახურდიას შვილები – ცოტნე და კონსტანტინე გამსახურდიები, მეშვიდე დღეა, პროკურატურის წინ შიმშილობენ. ისინი მოითხოვენ, ზვიად გამსახურდიას გარდაცვალების საქმმე გამოიძიონ და ორგანული კანონი ისე შეიცვალოს, რომ შედეგად შესაძლებელი გახდეს ხანდაზმულობის ვადა პოლიტიკური ნიშნით მოკლული პირების საქმეებზე არ გავრცელდეს.
დეკემბრის ბოლოს თვის ბოლოს ზვიად გამსახურდიას სიკვდილიდან 25 წელი სრულდება.
აღნიშნულ თემაზე „პრაიმტაიმი” აქვეყნებს სტატიას, რომელშიც ზვიად გამსახურდიას გარდაცველების გარკვეულ დეტალებზეა საუბარი.
„რამდენიმე წლის წინ გამსახურდიას დაცვის უფროსმა, რობინზონ მარგველანმა განუცხადა, რომ სიკვდილამდე რამდენიმე საათით ადრე, როდესაც დაცვის წევრები ბუხართან ისხდნენ, ოთახში მოულოდნელად პრეზიდენტი შევიდა. ყველანი ფეხზე წამოდგნენ და ზვიად გამსახურდიამ მათ სთხოვა: „ბიჭებო, ძალიან ცუდად ვარ და გამოსავალიც არ არის. ეგება რომელიმე თქვენგანმა მესროლოთ და გამათაოთ, სიცოცხლეს აზრი აღარ აქვსო“, -ვკითხულობთ “პრაიმტაიმის” სტატიაში, რომელიც მედიასაშუალების საარქივო მასალებს შეიცავს.