დიდი ეპოპეა იწყება – ასე იწყებს თავის პოსტს ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე, რომელიც ოზურგეთის რაიონულმა სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც არაკანონიერად ცნეს საკრებულოს გადაწყვეტილება ურეკის ტროტუარების გაყიდვის თაობაზე.
“დიდი ეპოპეა იწყება:
„ოცნება“ ხომ დაგვპირდა მეორეს ტურის წინ რომ აქტიურ ანტიკორუფციულ კამპანიას ვიწყებო და მე გადავწყვიტე, რომ აქტიური სამოქალაქო პოზიცია დავიკავო და მივეხმარო ამ საშურ საქმეში.
აქა ამბავი იმისა, როგორ გაყიდა უკანონოდ ოზურგეთის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით დარჩიამ ურეკის ტროტუარები საკუთარ სიძეზე – დისშვილის ქმარზე – ბახვა ჩხარტიშვილზე (ცნობისათვის, ამით დარჩია საკუთარივე მთავრობის წინააღმდეგაც წავიდა, რადგან ფეხებზე დაიკიდა მთავრობის დადგენილება ურეკის რეკრიაცულ ზონად ცნობის თაობაზე).
ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ არაკანონიერად ცნო საკრებულოს გადაწყვეტილება ურეკის ტროტუარების გაყიდვის თაობაზე;
მაგრამ ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა ოზურგეთის სასამართლოს გადაწყვეტილება და დაეთანხმა ურეკის ტროტუარების გარეშე დატოვებას მხოლოდ იმიტომ, რომ დარჩიას ოჯახის ამოუპირავი ინტერესები და კორუფციული გარიგეგები მათთვის სამართლაზე და კანონზე მაღლა აღმოჩნდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ეს საქმე შემდეგი მოსამართლეების მონაწილეობით განიხილა: ხათუნა ხომერიკი, გოჩა აბუსერიძე, მურთაზ მეშველიანი.
საინტერესოა, რომ ამავე კოლეგიამ ამავე შემადგენლობით ანალოგიურ საქმეზე ოზურგეთის საკრებულოს გადაწყვეტილება გააუქმა და უფლება არ მისცა ქალაქ ოზურგეთის მერიას ტროტუარები გაესხვისებინა.
ისმის კითხვა, რატომ მოიქცნენ მოსამართლე ხომერიკი და მისი თანამეინახეები ასე: იმიტომ ხომ არა, რომ მოსამართლე ხომერიკის ძმა, გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომელი ირაკლი ხომერიკი 2018 წლის მარტში სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტებზე დააკავეს და მასზე მიმდინარეობს გამოძიება სსკ-ის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხ წლამდე ვადით. ხომ არ გადაწყვიტა ხათუნა ხომერიკმა დავით დარჩიასთან და – არა მხოლოდ – უკანონო გარიგებით საკუთარ ძმას ხვედრი შეუმსუბუქოს?!
ვინ მიაღებინა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილება, ამას რომ დარჩიას დონე არ ეყოფოდა, ესეც ხომ ცხადია – ამაზე და კიდევ ბევრ რამეზე შემდეგ სერიებში მოგიყვებით!
პირობას ვდებ, დავივლი ურეკში მიწის ნაკვეთის ყველა მფლობელს, ვის წინაც გაყიდეს საფეხმავლო გზები ანუ ტროტუარები და რომლებიც დღემდე აზრზე არ არიან ამ მავნებლობის შესახებ; დავადგენ ვინ მოახდინა ზეწოლა და ვის „გაუწვა“ ქუთაისის სააპელაციო საქმეთა კოლეგია და იმის პირობასაც ვდებ, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დასაწყისია!!!
საქართველოს ხელისუფლებავ, საინტერესოა სადამდე უნდა აიტანო ეს ბანძი მურთხები და სადამდე უნდა იწმინდო ამ მურთხების მიერ ნასროლი ტალახი?! გსიამოვნებს ამ როლში ყოფნა?!” – წერს ლაგაზიძე სოციალურ ქსელში.
“მეტრონომი” დაინტერესდა აღნიშნული ფაქტით და დამატებითი ინფორმაციის მოპოვების შემთხვევაში, მკითხველს ოპერატიულად მიაწვდის ინფორმაციას.