“რესპუბლიკური პარტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ნინო ანანიაშვილთან დაკავშირებით შექმნილ აჟიოტაჟს ეხმაურება:
“ნინი ქარსელაძემ ნაციონალი ცოლი ჰყავსო და ქმრის მოხსნა მოითხოვა სამსახურიდან. დავით ოქიტაშვილმა ცოლი მოხსენით, რახან ქმარი ჰყავს ნაციონალიო. და ვისაც შვილი ჰყავს ნაციონალი არ უნდა მოიხსნას? ნაცად რომ გაზრდის ადამიანი შვილს, ის შეიძლება სახელმწიფო სამსახურში იყოს?
და ვისაც ძმა ჰყავს ნაცი? ან და? მაგათი ნდობა იქნება და საჯარო სამსახურში დატოვება? რამე რომ იყოს, თავისი ძმას უფრო დაუჭერს მხარს თუ პარტიას და ხელისუფლებას? მამენტ, ვისაც ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ან დეიდაშვილი ჰყავს ნაციონალი, არც ისაა სანდო. საქართველოა მოგეხსენებათ, სანათესაო და რამე. ასეთ შემთხვევაში კაგებემ უნდა გამოარკვიოს, რა ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან ნათესავებს.
და საერთოდ აქამდე რას მიკეთებდით პატივცემულო ოცნება? ხელოვნების და კულტურის მუშაკებმა უნდა გასწავლოთ, რა უნდა ქნათ?
ეჰ, კოხაბიტაციამ დაგვღუპა რა. თან თავსმოხვეულმა.” – წერს დავით ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტმა, დავით ოქიტაშვილმა პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ოპერისა და ბალეტის თეატრში ნინო ანანიაშვილი ხელმძღვანელ პოსტს არ უნდა იკავებდეს.