აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა 57 წლის ბარაკ ობამამ საახალწლო სიურპრიზით ვაშინგტონში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოს პაციენტები გაახარა და სანტას ფორმაში გამოწყობილი ეწვია. ის თითოეულ პალატაში შევიდა და ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.
აღნიშნულის შესახებ ობამამ ტვიტერის პირად გვერდზეც დაწერა.
“ვულოცავ შობას ამ განსაკუთრებულ ბავშვებს, მათ ოჯახებს და საავადმყოფოს თანამშრომლებს. მადლობა, რომ მიმასპინძლეს მე – როგორც სანტას” – წერს ობამა.
საავამდყოფოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის ემი გუდვინის თქმით ეს სიურპიზი იყო საოვარი.
“ეს ნამდვილს საოცარი სიურპრიზი იყო. ერთმა ბავშვმა სიხარულისგან ტირილი დაიწყო, ერთი კი, იმის მიუხედავად რომ თავს სუსტად გრძნობდა, საწოლიდან მაინც ადგა, რომ ობამასთან ერთად ფოტო გადაეღო” – განაცხადა საავადმყოფოს პრესსამსახურის უფროსმა.
ობამა თავის პრეზიდენტობის პერიოდში აღნიშნულ საავადმყოფოს მაშინდელ პირველ ლედისთან, მიშელ ობამასთან ერთად, ყოველწლიურად სტუმრობდა.
https://twitter.com/i/status/1075507032537620480