„საზოგადოების ყველაზე აქტიური ნაწილი ქმნიდა ამინდს, 1989 წლის 9 აპრილიც ასე იყო, ხალხო. ჩვენ ძალიან ბევრი ვართ, ვინც აქტიურად ვართ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში და გვინდა უკეთესი ხვალინდელი საქართველო. ბევრი დრო არ უნდა მივცეთ ამ ხელისუფლებას მარტივი მიზეზის გამო, ვინაიდან თუ მიწასთან გაასწორეს ყველაფერი, მერე გინდ გაუშვი ხელისუფლებიდან და გინდ ჩამოართვი მართვის სადავეები. ერთი რამ ნამდვილად უნდა ვთქვა და ამას მუქარაში არ ჩამითვლით ალბათ, ყველაფერს გავაკეთებ, რათა კრიმინალი გახარია აღმოჩნდეს გისოსებს მიღმა. ეს არის ღირსების საკითხი”, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ გურჯაანში გაერთიანებული ოპოზიციის აქციაზე”.
იტვირთბა....