ახალი ამბები მთავარი ციტატა

უდუმაშვილი – ქალბატონები ჩაამწკრივეს წინა რიგებში, შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ? პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს?

“დღეს ჩვენ გვყავს მხდალი და ლაჩარი ხელისუფლება. დღეს ჩვენ ვუყურებთ, რომ ქალბატონები ჩაამწკრივეს წინა რიგებში. შემდეგ პროცესზე რას უნდა ველოდოთ? პატარა ბავშვებს ჩააცმევენ პოლიციის ფორმებს და იმათ დააყენებენ? ამათ მახინჯ ფანტაზიას უკვე ზღვარი აღარ აქვს,”-  განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ზაალ უდუმაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანში ოპოზიციის აქციის დროს სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული, რომელთა წინა ხაზზეც ქალები იდგნენ.

იტვირთბა....