ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“ჩემი საქციელით დავამტკიცე, როგორ უნდა დავამარცხოთ ეს რეჟიმი” – კირკიტაძე

დავით კირკიტაძემ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების გამოცხადებამდე, სხდომათა დარბაზში განაცხადა, რომ ის აპირებს უკომპრომისო ბრძოლით გამარჯვებას.

“მე ჩემი საქციელით დავამტკიცე, როგორ უნდა დავამარცხოთ ეს რეჟიმი. ჩემი დამოკიდებულება პოლიციის მიმართ არის დადებითი და არანაირი განზრახვა მათი შეურაცხყოფის არ მქონია. უკომპრომისო ბრძოლით მივაღწევ მიზანს.

შეიძლება ყველასთვის მოსაწონი არ იყო, რასაც ვაკეთებდით. შეიძლება ვიღაცამ ჩათვალოს, რომ წინააღმდეგობას თუ გაგიწევენ, უნდა დამორჩილდე. შეიძლება ეს სტანდარტია, მაგრამ ჩრდილოეთ კორეის და მე ეს არ მინდა” – განაცხადა კირკიტაძემ.

შეგახსენებთ, რომ გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ, დავით კირკიტაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

იტვირთბა....