„პოლიციის სიმრავლიდან წინასწარ ჩანს, რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს სასამართლო. ბავშვი არავინ არ არის და ყველა ხვდება, რომ დავით კირკიტაძის საქმის გადაწყვეტილების მიღება სასამართლოში არ ხდება და ის უკვე მიღებულია. გადაწყვეტილება არის შემდეგი – იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება წამოვიდეს დიალოგზე, გაიგონოს 800 000 ადამიანის ხმა და სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს, ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ თქვენი ხმა არაფერია, თქვენ უნდა დაგიჭიროთ. მარტივად არის, ივანიშვილი გვეუბნება, რომ თქვენ ხართ მეორეხარისხოვანი მოქალაქეები ამ ქვეყანაში. ივანიშვილი გვეუბნება, რომ ეს 800 000 ადამიანი არ არის ჩემი მოქალაქე. პასუხისმგებლობას იხსნის და მზად არის, რომ გადაგვიაროს. აქ საქმე ძალიან მარტივად არის – ჩვენ, ეს 800 000 ადამიანი ვიქნებით სრულფასოვანი მოქალაქე ამ ქვეყანაში. სიტუაცია ან წავა რადიკალიზაციისკენ ან უნდა წავიდეს დიალოგისკენ. დიალოგის ფორმა არის ერთადერთი – პროპორციული არჩევნები“ – განაცხადა გიგი უგულავამ.
იტვირთბა....