ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ზაზა სარალიძე: საპატრიარქოდან სულ სხვა ძალით გამოდიხარ

“საპატრიარქო არის სულიერი სიმშვიდის ტერიტორია, შიგნით რომ შედიხარ, სულ სხვა ძალით გამოდიხარ, აბსოლუტურად დამშვიდებული“, – ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიზის მამამ, ზაზა სარალიძემ პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით,  სარალიძის თქმით, პატრიარქთან შეხვედრაზე ხორავას ქუჩის საქმესთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.

მისივე თქმით, ის ილიამ მეორემ სადილზე მიიწვია.

შევხვდი პატრიარქს, მკვლელობასთან დაკავშირებით არ გვისაუბრია, უბრალოდ დღეს დამპატიჟა თავად უწმინდესმა სიონის ტაძარში, სადაც პირველად ვეზიარე და იქიდან დამპატიჟა სადილზე. მეოთხედ შევხვდი პატრიარქს ჩემი ცხოვრების მანძილზე, ძალიან დიდი ძალა გადმოვიდა ჩემზე. პატრიარქის ნათესავმა გამომაცილა და მას ვეუბნებოდი, რომ ეს არის სულიერი სიმშვიდის ტერიტორია, შიგნით რომ შედიხარ, სულ სხვა ძალით გამოდიხარ, აბსოლუტურად დამშვიდებული“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ზაზა სარალიძემ და მისმა მეუღლემ საქართველოს საპატრიარქო უკვე დატოვეს. პატრიარქმა სარალიძეს საჩუქრად ხატი გადასცა.

მანამდე ზაზა სარალიძე სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა, სადაც ასევე პატრიარქმა მიიწვია.

 

იტვირთბა....