ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

პატრიარქი: ზაზა სარალიძე პირველად ეზიარა დღეს

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ, ილია მეორეს განცხადებით, წირვაზე დღეს იმყოფებოდა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის, დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე.

როგორც პატრიარქმა აღნისნა, სარალიძე ის დღეს პირველად ეზიარა.

„დღეს განსაკუთრებული დღეა, რადგან ჩვენთან წირვაზე ბრძანდებოდა ზაზა სარალიძე, რომელმაც დაკარგა საყვარელი შვილი და წმინდა ნიკოლოზი შეეწია მასაც. პირველად ეზიარა დღეს. ვფიქრობ, შვილი ლოცულობს მისთვის, დედისთვის, ოჯახისთვის და ვულოცავთ ამ ბედნიერ დღეს. წმინდა ნიკოლოზი შეგეწიოთ“, – განაცხადა ილია მეორემ.

ამავე თემაზე:  ზაზა სარალიძე და მისი მეუღლე კათოლიკოს-პატრიარქს ხვდებიან.

იტვირთბა....