იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელი, ეკა ბესელია, ბუტა რობაქიძის საქმეზე განაჩენის გამოცხადებასთან დაკავშირებით, კომენტარს აკეთებს.
როგორც მან განაცხადა ბუტა რობაქიძის ოჯახი დიდი ხანია მართლმსაჯულების აღსრულებას ელოდა.
„დედას ერთადერთი უდანაშაულო შვილი მოუკლეს. ეს იყო უმძიმესი ტრაგედია. ამდენი წელი გავიდა და სამართალს ეძებდა ოჯახი. სამართლის აღსრულება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როცა ასეთი შედეგი დადგა. მე კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს და მსურს, ვანუგეშო. წლების განმავლობაში გამოჩენილი სიმტკიცისთვის განსაკუთრებით მინდა, გამოვხატო ჩემი თანადგომა ბუტა რობაქიძის მშობლების მიმართ“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
სასამართლომ ბუტა რობაქიძის საქმეზე ყოფილი მაღალჩინოსნები – დავით იაშვილი, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, ირაკლი ფირცხალავა და ზაზა ბაქრაძე დააკავეს.