თბიისის სააპელაციო სასამართლოში ხმაური იყო. ზაზა სარალიძემ ერთ-ერთი პროკუროის გუგიშვილის დაწინაურებამ გააღიზიანა. როგორც მისთვის გახდა ცნობილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი საქმის ერთ-ერთი პროკურორი იმედა გუგუშვილი დღეს პროფესიონალურად დაწინაურებულია და მთავარ პროკურატურაში გადაინაცვლა, რაც მიუღებელია სარალიძისთვის. როგორც სარალიძემ განაცხადა მისი ინფორმაციით სწორედ ფხაკაძე და გუგუშვილი ერთად აყალბებდნენ საქმეში არსებულ მტკიცებულებებს .
ზაზა სარალიძემ შეურაცხყოფა მიაყენა მოქმედ პროკურორს თორნიკე ნადირაძეს, რის სემდეგაც მანდატურებმა მასშენობა დაატვებინეს.
“იმის მაგივრად რომ ხალხი პასუხისგებაში მისცენ აწინაურებენ. რომელ სამართალზე უნდა ვილაპარაკოთ? რა სასამართლოზე ვილაპარაკოთ? ან პროკურორთან რაღა მინდა რომ შევხვდე. იმედა გუგუშვილი, რომელიც იყო ზვიად ფხაკაძის გვერდით, რომელიც აყალბებდა აქტიურად ჩემი შვილის საქმეს და მფარველობდა მკვლელებს დააწინაურეს. რა დამსახურებული წვლილისთვის დაწინაურდა გუგუშვილი. გენპროკურორი სად გდია? ჩემმა უფლებადამცველმა ოფიციალური წერილი გააგზავნა შსს-დან მოგვივიდა პასუხი შეხვედრაზე. პროკურატურას არანაირი რეაგირება არ ქონდა” – განაცხადა ზაზა სარალიძემ.