რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა რადიოსადგურ Комсомольская правда-ს ეთერში განაცხადა, რომ რუსეთი არ დაუშვებს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ მიმართულ აგრესიას.
ლავროვმა ჟურნალისტის კითხვას უპასუხა იმის თაობაზე, რომ ამიერკავკასიაში ნატო და საქართველოს სამხედრო პოლიტიკური თანამშრომლობის გაძლიერება ხდება.
„დარწმუნებული ვარ, რომ თავისი ბატალიონებით არსად შეყოფენ ცხვირს. მათ ესმით, რომ ჩვენ სამოკავშირეო ურთიერთობები გვაქვს აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან. ჩვენ არ მივცემთ აგრესორებს იმის უფლებას, რომ თავს დაესხან ჩვენს მოკავშირეებს“ – განაცხადა სერგეი ლავროვმა.