ახალი ამბები მთავარი სამართალი

შსს ადასტურებს, რომ კირკიტაძის სახლთან პოლიციის მობილიზება გუშინდელ აქციას უკავშირდება

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, გამოიკვეთა იმ პირთა წრე, რომელებიც ველისციხეში, გაერთიანებული ოპოზიციის აქციასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, პოლიციის მიმართ მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით წინააღმდეგობისა და ძალადობის გამო უნდა გამოიკითხონ.

მეზვრიშვილის თქმით, უწყება დაიბარებს ყველას ვინც საქმეში ფიგურირებს, იმის მიუხედავად არიან თუ პოლიტიკური ლიდერები.

მისივე თქმით,  გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი წევრის, დავით კირკიტაძის საცხოვრებელ სახლთან პოლიციის მობილიზებაც ველისციხეში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებას უკავშირდება და იმედს გამოთქვამს, რომ კირკიტაძე და სხვა პირები გამოძიებასთან ითანამშრომლებენ.

ველისციხეში, ოპოზიციის აქციაზე მომხდარ დაპირისპირებაზე, შსს-მ გამოძიება დაიწყო

იტვირთბა....