ველისციხეში ოპოზიციასა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი დაპირისპირების შედეგად პოლიციელები დაშავებული პოლიციელები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მკურნალობენ.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულია 8 ადამიანი, ექიმის ცნობით, მათ სხეულის სხვადასხვა მოტეხილობები და თავის არეში ტრავმები აღენიშნებათ.
შეგახსენებთ, რომ სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციის დაწყებამდე, კახეთში, ოპოზიციის მხარდამჭერებასა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა.
დაპირისპირება იმან გამოიწვია, რომ აქციის მონაწილეებს თელავისკენ მიმავალი გზა სამართალდამცავების მიერ გადაკეტილი დახვდათ, მათ ალტერნატიული მარშრუტი შესთავაზეს, რაზეც უარი განაცხადეს. ამავე დაპირისპირების დროს აქციის რამდენიმე მონაწილეც დაშავდა.