ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი: ახლა ყველანი რუსთაველზე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს დღეს საღამოს რუსთაველის გამზირზე შეკრებისკენ მოუწოდებს.

ამასთანავე, მან საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა ტაქსისა და სამარშრუტო ტაქსების მძღოლებს მოუწოდა, რომ თბილისში საპროტესტო აქციაზე რეგიონებიდან წამოსული ხალხი უფასოდ დაიმგზავრონ.

„ახლა მთავარია, მშვიდობიანი კონსოლიდაცია და საქართველოს ყველა რეგიონში, ვისაც შეუძლია ჩამოსვლა თბილისში, უნდა ჩამოვიდეს… იმიტომ, რომ ყველა თბილისელს, ყველა ქუთაისელს, ყველა ბათუმელს, ყველა ლანჩხუთელს, ყველა თელაველს, ყველა რეგიონის წარმომადგენელს, ყველას მოგპარეს არჩევნები, ყველას უბრალოდ წაგართვეს თქვენი ქვეყნის განკარგვის უფლება”, – განაცხადა სააკაშვილმა.

ამჟამად რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის მხარდამჭერები არიან შეკრებილი. ისინი ამბობენ, რომ იქ დარჩებიან და თელავის გზაზე მყოფ თანამოაზრეებს დაელოდებიან.

 

იტვირთბა....