ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საქართველოს ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ფიცის დადებასთან ერთად, ძალაში შევიდა საქართველოს განახლებული კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც, საქართველო მმართველობის საპარლამენტო მოდელზე გადავიდა.

ამავე კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევა პიდაპირი წესით აღარ მოხდება, მას 5 წლის ვადით, დებატების გარეშე, ღია კენჭისყრით, საარჩევნო კოლეგია აირჩევს.

გარდა ამისა, პარლამენტის დაკომპლექტება სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის საფუძველზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან მოხდება. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლები იქნება, გაუნაწილებელ მანდატებს მიიღებს პოლიტიკური პარტია, რომელმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღო.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ფიცი დადო

იტვირთბა....