ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

გრიგოლ ვაშაძე: ხელისუფლებას დავამხობთ კანონიერი გზით

“არ ვიცი, მოვასწრებთ თუ არა თელავამდე ფეხით ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ დავამხობთ, კანონიერი გზით, ამას ნამდვილად მოვასწრებთ”, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა და გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის ყოფილმა კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, პარიზში ძალიან არ მოსწონთ ყვითელი ჟილეტების დემონსტრაციები, მაგრამ თავში არავის მოსვლია ქუჩებისა და ტრასების გადაკეტვა.

„გადაადგილების თავისუფლება მოგვპარეს, მერე ხმის ამოღების უფლებას მოგვპარავენ, მავთულხლართებს შემოავლებენ ჩვენს სახლებს და ბინებს, რომ გარეთ არ გამოვიდეთ. გომბორზე არ გადახვიდეთო, არ გადავედით, 40 კილომეტრი სისწრაფით მოვდიოდით. მოიყვანეს ვიღაცა ბანდერლოგი კუპატაძე, მაგას პოლიციელის ფორმა როგორ შეიძლება ეცვას და რაღაც ზღაპარს მიყვება ეს ლაწირაკი. გრემთან გადაკეტილია გზა ზუსტად ასევე. ეს ლაწირაკი ვის იცავენ, რას იცავენ. საქართველოს მოქალაქეებისგან იცავენ თელავს? გამაგებინეთ, რა ქვეყანაში ვცხოვრობთ? საფრანგეთში პარიზში ძალიან არ მოსწონთ ყვითელი ჟილეტების დემონსტრაციები, მაგრამ თავში არავის მოსვლია ქუჩების გადაკეტვა და ტრასების გადაკეტვა, როცა ხალხი პარიზში ცდის. არ ვიცი, მოვასწრებთ თუ არა თელავამდე ფეხით ჩასვლას, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ დავამხობთ, კანონიერი გზით დავამხობთ, ამას ნამდვილად მოვასწრებთ”, – განაცხადა ვაშაძემ

იტვირთბა....