ელისო კილაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნავს, რომ ზაზა სარალიძის პროცესზე როგორც მოწმე ისე დაიკითხება.
“ზაზა სარალიძის პროცესზე ბრალდების მხარე ჩემს მიერ წარდგენილი დისკის დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობას ითხოვდა !
ანუ საუბარია იმ შენელებულ კადრებზეც,რომელიც მკაფიოდ ადასტურებს,რომ ზაზა სარალიძის მიერ მოქნეული ჯოხი პოლიციელს საერთოდ არ მოხვედრია !
სასამართლომ ჩემს მიერ წარდგენილი ვიდეომასალები მტკიცებულებად მიიღო,შესაბამისად პროცესზე დავიკითხები როგორც მოწმე !” – წერს კილაძე სოციალურ ქსელში.