aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ავტომატით არა, ქვემეხით დავდიოდი 90-იან წლებში – ქანთარია მელიას პასუხობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია “მეტრონომთან” საუბრისას “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას განცხადებას პასუხობს და ამბობს, რომ 90-იან წლებში მართლაც მოხდა მასსა და რეჟისორ ვარსიმაშვილს შორის ინციდენტი.

“რასაც ნიკა მელია აკეთებს, ეგ არის უკვე ორღობის ჭორაობა, ეტყობა მეტი გზა არ დარჩენია. კიდევ უთქვამს, რომ 90-იან წლებში ქანთარია ავტომატით დასდევდაო ხალხს, ავტომატი არ მიყვარს, ქვემეხი უფრო საჩემოა და ქვემეხით დავდიოდი.ვინც მართლა ავტომატით დადიოდა, თავისთან მოიკითხოს. რაც შეეხება 90-იან წლებში დაჭრის ფაქტი რომ ახსენა, ეგ მაშინ იქნებოდა 10 წლის ბავშვი, ეტყობა ვიღაცები მოუყვნენ და გადაცემისთვის მოამზადა. მაგ ინციდენტს, რომელიც მართლაც მოხდა 90-იან წლებში, ზოგჯერ გაახსენდებათ და წამომაძახებენ-ხოლმე. იყო ეგეთი ინციდენტი განსხვავებული და არა ეგრე, რასაც მელია ყვება. მელიამ ვინც დაასახელა (რეჟისორი ავთო ვარსიმაშვილი) ჩვენ დღემდე ვმეგობრობთ, ეგ იყო და ეგ. ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი სინანულის საგანი. მაგათ საერთოდ არ იციან რა არის სინანული”, – აცხადებს ქანთარია.

შეგახსენებთ, რომ მელიას განცხადებით, ქანთრიამ 90-იან წლებში რეჟისორი ვარსიმაშვილი დაჭრა. 

იტვირთბა....