ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას კანონი დაარეგულირებს

საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი ზოიძის განცხადებით, პალეატიური და ჰოსპისური ზრუნვის დაწესებულებების დასახელება და ფუნქციები საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს, ამიტომაც, ჰოსპისებში განხორციელებულ სამედიცინო საქმიანობას ამიერიდან კანონი დაარეგულირებს.

მისი განმარტებით, აღნიშნული ცვლილებების მიზანი პაციენტებისთვის მომსახურების დონის ამაღლებაა.

ამ მიმართულებით 2019 წლის ბოუჯეტიდან სამი მილიონი ლარია გამოყოფილი.

„ამ კანონპროექტის ძირითადი მიზანი ზოგიერთი მოძველებული დეფინიციის კორექტირებაა. რაც მოითხოვს პალეატიური და ჰოსპისური მზურნველობის სფეროში არსებულ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის და სხვა საერთაშოროსო სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანას, რათა მოხდეს პაციენტებისთვის სრულფასოვანი პალეატიური და ჰოსპისური მზრუნველობის უზრუნველყოფა.

აქამდე ეს სახელი ერქვა აბსოლუტურად გაურკვეველი სტანდარტების მქონე დაწესებულებებს, სადაც მიეწოდებოდათ არასტანდარტიზებული მომსახურება და უკვე ეს საქმიანობა დაექვემდებარება რეგულაციას. რეგლამენტი სამინისტრომ უნდა მოამზადოს, რომელიც ექვემდებარება სასწრაფო შეტყობინებას ჯანდაცვის სამინისტროსათვის“, – განაცხადა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ.

 

იტვირთბა....