მთავარი ციტატა

“მარგველაშვილი შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, იღებდა ხელფასს იმ ბიუჯეტიდან, რომელიც მე დავუტოვე”

„სინამდვილეში, მისი პრეზიდენტობა ერთი დიდი გაუგებრობა იყო იმიტომ, რომ ერთადერთი, რითიც ამ კაცმა ხალხს თავი დაამახსოვრა, არის ის, რომ შევიდა იმ სასახლეში, რომელიც მე ავაშენე, იღებდა ხელფასს იმ ბიუჯეტიდან, რომელიც მე საქართველოს დავუტოვე, დადიოდა იმ კონფერენციებზე, სადაც საქართველოს გზა-კვალი მე გავუკაფე და მოქალაქეობა ჩამომართვა. ერთადერთი, რითიც ის ისტორიაში შევა, ეს არის ჩემთვის მოქალაქეობის ჩამორთმევა. თუკი მის გაკეთებულს რამე სხვას გაიხსენებთ, რასაც შეიძლება ისტორიაში ადგილი დაეთმოს, თქვენთვის მომინდია. სინამდვილეში, დაკარგა კრიტიკულად მნიშვნელოვანი 5 წელიწადი, მათ შორის პრეზიდენტის ინსტიტუტის. არამგონია, წინდების ქსოვა და კარტოფილის მოყვანა ისტორიაში შესვლის ღირსი იყოს“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ინტერპრესნიუსთან საუბრისას.

იტვირთბა....