ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სერგი კაპანაძე: ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი

„ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა.

მისი თქმიღ, მმართველმა გუნდმა 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის დამტკიცება ვერ მოახერხა, რაც მათ უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს.

„ბიუჯეტში ჩადებულია მაღალი ინფლაცია, გაზრდილია ვალი. არ არის შემცირებული ბიუროკრატიული ხარჯები. ამ ბიუჯეტის ათვისება არ ხდება და ყოველი წლის ბოლოს 200-250 ლარი რჩება მაშინ, როცა ეს ფული შეიძლება ბევრი მიმართულებით შეიძლება ყოფილიყო გამოყენებული. ბიუჯეტის პროექტის მიღებაც ვერ მოახერხეს, რაც იმაზე მეტყველებს, როგორი ჩამოშლილია სისტემა და როგორი უპასუხისმგებლობა აქვს „ქართული ოცნების“ წევრებს. ეს არის სახე ლეგიტიმურობას მოკლებული ხელისუფლების”, – განაცხადა კაპანაძემ.

იტვირთბა....