ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა” – გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ საქართველოში გრიპის ვირუსი ლაბორატორიულად უკვე დადასტურდა.

„ჩვენს ვებ-გვერდზე ნახავთ, რომ გრიპის ვირუსი ჩვენს ქვეყანაში დადასტურებულია. ლაბორატორიულად დადასტურებული დაახლოებით 10 შემთხვევა უკვე გვაქვს. მოსახლეობას ამ თვალსაზრისით მოვუწოდებთ, რომ შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები დაიცვას – აცრა არის ყველაზე უკეთესი პრევენციული ღონისძიება”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია ზოგადი ჰიგიენური ნორმების დაცვა, ოთახის განიავება და მაღალი ტემპერატურის შემთხვევაში ოჯახის ექიმისთვის მიმართვა.

იტვირთბა....