ახალი ამბები მთავარი ციტატა

სააკაშვილი – ზურაბიშვილს უცხოელებმა მიულოცესო, რა არის ეს მონური მენტალიტეტი

“უცხოელებმა რომ მიულოცეს, დაწერეს დასკვნები, თქვენ გგონიათ, იანუკოვიჩს არ მიულოცეს? თქვენ გგონიათ, სარგსიანს არ მიულოცეს? რა არის ეს მონური მენტალიტეტი, უცხოელებმა მიულოცეს. თქვენ გგონიათ, ვარდების რევოლუციის დროს არ მოულოცეს შევარდნაძეს? და მე რა გავაკეთე, სულ ფეხებზე დავიკიდე იმათი მილოცვა და საქმე ბოლომდე მივიყვანე თქვენთან ერთად, თორემ უკვე საქართველო აღარ იქნებოდა. მაშინაც დაგვიწერეს დასკვნები, ახლა ბევრად უარესი დასკვნები დაწერეს, ვიდრე მაშინ. მაშინ ჩვენ გამოვედით და დავიცავით, ახლა არჩევნების წინაც კითხულობდნენ ელჩები, რომ მოიპარავს ივანიშვილი, არის ქართველი ხალხი მზად, დაიცვას თავისი არჩევანი? ასე მიულოცეს სარგსიანსაც და სამ კვირაში სად იყო სარგსიანი? არსად, გაქცეულია რუსეთში, მგონი. ზუსტად ასევე იქნება საქართველოში, თუ ჩვენ ვიქნებით მაგრად“, – აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა “ფეისბუქ-ლაივის” დროს.

იტვირთბა....