ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი საზოგადოება

მინისტრი: “სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტენ, პური რა ეღირება, საბჭოთა კავშირი აღარ არის, დაინგრა”

პურის გაძვირებასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ. მისი თქმით, აქამდე არასამართლიანი კონკურენციის პირობებს ვერ ვხედავდით, დღეს პურის ფასმა მკვეთრად მოიმატა, ამიტომ ამან გამოიწვია ჩვენი ყურადღება არასამართლიანი კონკურენციის თვალსაზრისით.

“ჩვენ არ ვკარნახობთ ბიზნესს, სახელმწიფო და მთავრობა არ წყვეტენ, პური რა ეღირება, საბჭოთა კავშირი აღარ არის, დაინგრა, –განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, დღეს კომპანია „იფქლმა“ განცხადება გაავრცელა, რომ კომპანია პურს 10 თეთრით აძვირებს. პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე შესაბამის ორგანოებს მიმართა შეისწავლონ არსებული ვითარება

იტვირთბა....