2015 წელს ბავშვებს რომ ადამიანთა წამების კადრები აჩვენეს, გახსოვთ? ფოთში, ზუგდიდში, სენაკსა და ხობში ორგანიზებულად რომ დაყავდათ სკოლის მოსწავლეები დარბაზებში, დიდ ეკრანზე რომ უშვებდნენ “ნაცების სისხლიან ქრონიკებს”..
გახსოვთ, ქართული ოცნების თავმჯდომარე რომ ამბობდა – ალბათ სწავლების მეთოდიკას უკავშირდება წამების კადრების ჩვენებაო?.
მერე ამ საშინელების ორგანიზატორთა დასჯას რომ დაგვპირდა მაშინდელი პრემიერი, მაგრამ “ვერ მოიძია მტკიცებულებები”, საქმე რომ მალევე ჩაფარცხეს.
მაშინ სკოლის დირექტორებს ქართულმა ოცნებამ დაავალა მოსწავლეების მიყვანა “კინოსეანსებზე”, რასაც შეეწინააღმდეგა ხობის რესურს-ცენტრის ხელმძღვანელი, ხათუნა გერგაია და აცნობა ამის თაობაზე განათლების სამინისტროს.
ზუსტად იგივე მექანიზმი აამოქმედა ხელისუფლებამ, რაც დაღუპული ია კერზაიას შემთხვევაში:
– მაშინაც “შევიდა” ანონიმური წერილი აუდიტის დეპარტამენტში,
– იგივე ზონდერ-ინსპექტორი – ნოდარ წამალაშვილი გაგზავნეს “ურჩი მოხელის” დასასჯელად,
– ხათუნა გერგაია საბოლოოდ გაათავისუფლეს და სამი წელია, მისთვის ყველა კარი დახურულია საჯარო სამსახურში.ივანიშვილის ქართული ოცნება არის ბოროტება.
არა უნიათო, არა უმაქნისი, არამედ ბოროტი, მავნებელი და საზიზღარი” – წერს ოთო კახიძე სოციაკურ ქსელში.
იტვირთბა....