aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი სამართალი

51-ე სკოლასთან 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

aviabiletebi
ავიაბილეთები

43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა 51-ე სკოლასთან, ავტობუსის გაჩერებაზე. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

როგორც გარდაცვლილის ახლობლები ყვებიან, მამაკაცს გული აწუხებდა. გარდაცვლილი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა.

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს, თუმცა ექიმებს მამაკაცი გარდაცვლილი დახვდათ.

51-ე სკოლის წინ საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო ჯგუფი იმყოფება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

იტვირთბა....