ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ფინანსური ბიურო – ყველაზე არ იმოქმედა ვისაც 1 წელზე მეტი ხანი არ ქონდა გადახდილი და ძირი თანხა 2 000 ლარზე ნაკლები იყო

“მეტრონომს” მოქალაქემ მიმართა, რომელმაც სახელი და გვარის გამხელა არ ისურვა და განაცხადა, რომ მიუხედავად იმის, რომ ყველა პირობებს აკმაყოფილებს, მას ფინანსური ბიუროდან დაურეკეს და სესხსის დაფარვა მოთხოვეს.

მოქალაქე, რომელმაც არ ისურვა სახელისა და გვარის გამხელა, აცხადებს, რომ ფინანსური ბიუროს წარმოამდგენელმა განუცხადა, რომ მართალია სესხის ბოლო გადახდიდან 17 თვეა აგსული, მაგრამ მისი სესხი გადაცემულ სიაში არ არის.

“მე ვარ ფინანსური ბიუროს წარმოამდგენელი, კომპანია “ნეტკრედიტისგან გამოვისყიდეთ თქვენი სესხი და შესაბამისად, “ნეტკრედიტის” ვალდებულებასთან დაკავშირებით გესაუბრებით. სახელმწიფო და ჩვენი კომპანია შეთანხმდა იმაზე, რომ ვადაგადაცილებული სესხები, რომლებიც იყო ხანდაზმული გადაეცა ყველა მათ. დარჩა მხოლოდ ის სესხები, რომლებზეც არ იყო მოლაპარაკება წარმოებული. თქვენი ვალდებულება არის ჩვენთან და არ გადაგვიცია თქვენი სესხი.

ყველა ვალდებულება გადავეცი, რაც იყო მოთხოვნილი. თუ გნებავთ დაელოდდეთ სიების გამოქვეყნებას, მაგრამ იქ თქვენი სესხი არ იქნება. ესე გადაწყვიტა სახელმწიფომ. თქვენი ბოლო გადახდა ფიქსირდება 2017 წლის აპრილში ანუ ჯამში გასულია 17 თვე. კონკრეტულად რა მოლაპარაკება იყოჩვენ დირექტორთან, ეგ არ ვიცი, მაგრამ რაც დარჩა, ამაზე აშკარად არ ყოფილა მოლაპარაკება. დაელოდეთ სიას და შემდეგ როდესაც არ იქნება თქვენი გვარი, მერე როგორც გნებავთ იმოქმედეთ. 600 000 ათას ადამიანზე გაცილებით მეტნი ხართ და ბიუჯეტი არ ეყოფა ამ ვალების განულებას. აშკარად ყველაზე არ იმოქმედა ვისაც 1 წელზე მეტი ხანი არ ქონდა გადახდილი და ძირი თანხა 2 000 ლარი იყო. თქვენ ძირი თანხა 1 000 ლარი გაქვთ”, – განუცხადეს მოქალაქეს ფინანსურ ბიუროში.

მოქალაქის განცხადებით, საჭიროების შემთხვევაში მზადაა აუდიოჩანაწერი გამოაქვეყნოს.

“მეტრონომს” ფინანსთა სამინისტროში განუცხადეს, რომ სიები მათ არ ეხებათ და მხოლოდ შუამავლის ფუნქციას ასრულებენ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, 600 000 მოქალაქეს, რომლებიც იმყოფებიან ე.წ. შავ სიაში, 1 წელზე მეტხანს არ შეუტანია თანხა და ვალის ძირი არ აღემატება 2000 ლარს მიკროსაფინანსოებსა და ბანკებში ვალები 31 დეკემბრამდე გაუნულდებათ. მოქალაქეთა სიები 3 დეკემბერს სპეციალურ ვებ-გვერდზე უნდა გამოქვეყნებულიყო, მაგრამ როგორც ფინანსთა მინიისტრმა განაცხადა, ტექნიკური შეფერხების გამო, თარიღმა გადაიწია.

პრემიერის განცხადებით, ვალებს მთლიანად ფონდი “ქართუ” ფარავს.

სხვა ამბები

მურუსიძე – არის რაღაც ნერგი, რომელსაც შეუძლია ჯიშიანი და კარგი ნაყოფი მოიბას, თუ მებაღე კარგად მოუვლის

newsadmin

მურუსიძე – ყოველთვის ვმოქმედებდი კანონის შესაბამისად

newsadmin

ჩუგოშვილი – იმ მოსამართლეების ადგილზე რომ ვიყო, ვის მიმართ აგრესიაც იწვევს სასამართლოზე დარტყმებს, უპირობოდ გავიხდიდი მანტიას

newsadmin

„პატრიოტთა ალიანსის“ რეზოლუციის პროექტს სააკაშვილ-ბოკერიას მმართველობის დამნაშავე რეჟიმად გამოცხადებაზე, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა

newsadmin

თურქეთში ქურდობის ბრალდებით 5 ქართველი ფეხბურთელი დააკავეს

newsadmin

ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა

newsadmin
იტვირთბა....