“ეს მხდალი ქალთმოძულე გონებაჩლუნგიც ყოფილა”, – ასე ეხმაურება “ტაბულას” დფამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას, რომელშიც ის სანდრო გირგვლიანის საქმეზე, ჩერგოლეიშვილის დამოკიდებულიების შესახებ საუბრობს.
“ეს მხდალი ქალთმოძულე გონებაჩლუნგიც ყოფილა, თუ უშვებს (ან ჰგონია, რომ ვინმე უშვებს), რომ ძალაუფლების კონცენტრაცია მხოლოდ სააკაშვილს აიძულებდა შეცდომების დაშვებას. თავად ამ მხდალ ტიპს იმდენჯერ აქვს ჩვენება შეცვლილი კამერების წინ, მისი სიტყვებიც და მონათხრობიც უმნიშვნელოა, მაგრამ სხვების გასაგონად ვიტყვი, რომ არცერთ დისკუსიაში, არასოდეს, სააკაშვილის გუნდის არცერთი წევრითვის ამირიდებია პოლიტიკური პასუხისმგებლობა “სისხლიანი 9 წლის” შეცდომებზე და სიკეთეებზე. P.S. ფოტო კარგად შეურჩევია – ეს არჩევანი ბევრს ამბობს თავად ოქრუაშვილზე”, – წერც ჩერგოლეიშვილი.
მანამდე კი ოქრუაშვილი წერდა:
“ეს ქალბატონი, გიგა ბოკერიას ცოლი, სამი დღის წინ ტვ პირველზე ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმეზე რაც მოხდა ერთი კაცის ხელში კონცენტრირებული ძალაუფლების ბრალი იყოო. იმ ერთ კაცში მიშას გულისხმობდა. ღმერთო, ხანდახან რა უკუღმა მოაწყობ ხოლმე რაღაცეებს. ჩემ ძროხას პირუტყვი უნდა ერქვას და ამ გოგოს მჭერმეტყველი? გეგონება მაგის ქმარი არ იყო გირგვლიანის საქმეზე ამბრაზურასავით ყველაზე მეტად გადაფარებული მერაბიშვილზე და ახალაიაზე. ლესელიძეზე რესტორანში “ვილკებს” რომ იყრიდა ჩემთან კამათით ვანო და დათა არაფერშუაში არიანო”, – ვკითხულობთ ირაკლი ოქრუაშვილის Facebook პოსტში.
ეს მხდალი ქალთმოძულე გონებაჩლუნგიც ყოფილა, თუ უშვებს (ან ჰგონია, რომ ვინმე უშვებს) რომ ძალაუფლების კონცენტრაცია მხოლოდ…
Gepostet von Tamara Chergoleishvili am Donnerstag, 6. Dezember 2018
ეს ქალბატონი, გიგა ბოკერიას ცოლი, სამი დღის წინ ტვ პირველზე ამტკიცებდა, რომ გირგვლიანის საქმეზე რაც მოხდა ერთი კაცის…
Gepostet von ირაკლი ოქრუაშვილი am Mittwoch, 5. Dezember 2018