ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“პრეზიდენტის ინაუგურაციის გამართვა ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზაქარია ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციის გამართვა ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა, ეს პატივი წილად ხვდათ კახელებს.

დეპუტატი ვერ აკონკრეტებს, ინაუგურაციის თელავში გამართვის მიზეზი გემოვნებაა თუ პოლიტიკური გადაწყვეტილება.

„საორგანიზაციო ჯგუფმა რატომ მიიღო გააწყვეტილება თელავის, ისტორიული ქალაქის სასარგებლოდ, არ ვიცი, მაგრამ საქართელოს ყველა ქალაქისთვის პატივი იქნებოდა პრეზიდენტის ინაუგურაციის მასპინძლობა. ყველასთვის პატივი იქნებოდა და ეს პატივი წილად ხვდათ კახელებს“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

იტვირთბა....